24/03/2024
12:37
სამართალი
"მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე...ცდილობენ, სასამართლო დაიქვემდებარონ" - ამის შესახებ მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ, განაცხადა.
მოსამართლე ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს, სასამართლოს დაქვემდებარებას ისახავს მიზნად.
"ზოგადად, როდესაც რაიმე ცუდი უნდა განხორციელდეს, ყოველთვის წინა პლანზე წამოწევენ ხოლმე კეთილშობილურ მიზანს. მოცემულ შემთხვევაში საუბრობენ კეთილსინდისიერებაზე და აქ ვეტინგთან დაკავშირებით, რაც ჩვენ პრაქტიკა გვაქვს ალბანეთში და უკრაინაში და ეხლა ხორციელდება მოლდოვაში, იქ მოსამართლეების შემოწმება არ ხდება მოსამართლეების კეთილსინდისიერების მიხედვით, რაც პრაქტიკა გვაჩვენებს. რეალურად, მოხდა, ფაქტიურად, სპეცოპერაცია და სასამართლოს დაქვემდებარება კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ.
ალბანეთში, მაგალითად, ცნობილია, რომ თვითონ ამერიკელი სენატორები აყენებდნენ საკითხს, რომ ამერიკელი მოქალაქეების გადასახადი მენეჯმენტის მიერ ხდება გამოყენება არაკეთილსინდისიერად და იქ არ ხდება მოსამართლეების შემოწმება კეთილსინდისიერების მოტივით, არამედ ხდება, რომ სურთ სასამართლო სისტემა დაუქვემდებარონ მოქმედ პარტიას.
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე. წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მიდის პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია. ქმნიდნენ ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მოხდეს სასამართლო სისტემიდან მოსამართლეების გაყრა. ვინც გამოდის და ვინც იძახის, რომ ქვეყანას არ აქვს სასამართლო სისტემა და ესენი არიან კორუმპირებულები, სპეციალურად რომ ქმნიან ამ აჟიოტაჟს და ამ საფუძველს, ზუსტად ის ადამიანები ცდილობენ, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო," - ამბობს მურუსიძე.
0
0