მე მჯერა, რომ ჩვენი ოლიმპიელები საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ - თეა წულუკიანი
28/07/2024
18:32
სპორტი
A-
+A
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. წულუკიანი იმედოვნებს, რომ ქართველი სპორტსმენები ჩვენი ქვეყნის ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ.
„მოხვიდე აქამდე, ეს თავისთავად არის ძალიან დიდი წარმატება და თუ მომზადებისთვის ძალიან დიდი ფიზიკური შრომაა ხოლმე საჭირო. იმ რამდენიმე წუთში, როდესაც წყდება გამარჯვების ბედი, რა თქმა უნდა ეს ნერვების ომიც არის და ეს გამოცდილების შედეგად დაიძლევა.
წინ ბევრი დღეა, ბევრი შეჯიბრი, ბევრი ნერვიულობა. მაგრამ მე მჯერა, რომ ჩვენი სპორტსმენები, ჩვენი ოლიმპიელები საქართველოს ჰიმნს ბევრჯერ ააჟღერებენ.“– განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0
230
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%