12/09/2024
10:19
სპორტი
შერეული ორთაბრძოლების ცნობილი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი, უკვე სამი წელია, ოქტაგონის მიღმა იმყოფება და ბევრი რამ მიუთითებს იმაზე, რომ ირლანდიელი შეიძლება საერთოდ არ დაბრუნდეს სპორტში, რადგან დიდ პოლიტიკას უმიზნებს.
მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც განაცხადა ირლანდიის პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურის წამოყენების შესახებ:
„როგორც პრეზიდენტს, მე მექნება Dáil-ის (ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატა) შეკრების ან დათხოვნის უფლება. ასე რომ, როგორც უკვე ვთქვი, მე მექნება ყველა პასუხი, რომელსაც ირლანდიის ხალხი ითხოვს ამ ქურდებისგან, ოჯახური კავშირების დამანგრეველებისგან, მცირე ბიზნესის მტრებისგან და ა.შ.
ეს ჯამბაზები, რომლებსაც სახელმწიფო პოსტები უკავიათ, ირლანდიელი ხალხის წინაშე წარსდგებიან. მე სხვა არაფერი მრჩება გარდა იმისა, რომ მთლიანად დავითხოვო Dáil-ი.
ირლანდიელი ხალხი იმსახურებს პასუხებს, რომელსაც ეძებს. ეს ეჭვგარეშეა. ეს ჩემი, როგორც პრეზიდენტის ძალაუფლებაა. მე შესანიშნავად ვიცი, რომ ირლანდიას სჭირდება აქტიური პრეზიდენტი, რომელიც მთლიანად ირლანდიელი ხალხის მიერ იქნება დაქირავებული. ეს მე ვარ. მე ერთადერთი ლოგიკური არჩევანი ვარ. Ეს მოხდება 2025 წელს…“ – წერია მაკგრეგორის პოსტში.
ირლანდიური კანონმდებლობის თანახმად, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭიროა, რომ მაკგრეგორის კანდიდატურა წამოაყენოს ორპალატიანი პარლამენტის, მინიმუმ, 20-მა დეპუტატმა, აგრეთვე ირლანდიაში 31 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან, სულ ცოტა, ოთხმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024