07/05/2024
18:48
კონფლიქტები
ინალ არძინბა აცხადებს, რომ "საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა" თავად დატოვა. მიზეზად არძინბა "ახალ სამსახურში გადასვლას" ასახელებს, თუმცა სად, უცნობია. არძინბას განცხადებას ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრი ავრცელებს:
„მე დავწერე თანამდებობიდან გადადგომის განცხადება ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო დაგეგმილი გადაწყვეტილება. ახლა მოსკოვში ვარ. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთან ერთადაც მივაღწიეთ შედეგებს. ბევრი საქმე გაკეთდა. წინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ არის აფხაზეთის რესპუბლიკისა და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს მომავლისკენ, წინსვლისკენ“, - წერს არძინბა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.-მა პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას "თანამდებობიდან" გათავისუფლებას ხელი დღეს მოაწერა.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024