მე და ნონამ პირობა დავდეთ, თუ სასამართლოს მოვიგებ, ჭადრაკის პარტიას მეთამაშება - ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატი
31/01/2022
10:55
საზოგადოება
A-
+A
ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატ, როდნი სმოლას თქმით, მან და ნონა გაფრინდაშვილმა პირობა დადეს, რომ Netflix-თან სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ჭადრაკის პარტიას ითამაშებენ. ამის შესახებ ადვოკატმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მე სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, რომ შედგეს ჭადრაკის ეს პარტია ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილთან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა – გაცილებით უკეთესი ადვოკატი ვარ, ვიდრე მოჭადრაკე. სასამართლოში უკეთესად ვითამაშებ, ვიდრე ნონა გაფრინდაშვილთან“, – აღნიშნაზ სმოლამ.
ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე „ნეტფლიქსს“ მინისერიალ „ლაზიერის გამბიტის“ ერთ-ერთი მონაკვეთის გამო უჩივის. უფრო ზუსტად კი, სერიალში გაჟღერებულია ფრაზა, რომ ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. აღსანიშნავია, რომ გარდა ამისა, გაფრინდაშვილის სარჩელი სერიალში მოჭადრაკის რუსად მოხსენიების ფაქტსაც ეხება.
28 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე, მოსამართლემ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
0
0
383
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%