27/08/2024
22:20
კონფლიქტები
ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ინფორმაციით, ქართველმა კოლეგებმა აცნობეს, რომ მდინარე ლიახვში ცხედარი იპოვეს. ცხინვალს ინფორმაცია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატით გადასცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
როგორც პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, ამჟამად თბილისის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს.
„ქართულმა მხარემ გვკითხა, ხომ არ დაკარგულა სამხრეთ ოსეთში ადამიანი, მათ გვაცნობეს, რომ მდინარე ლიახვში კაცის ცხედარი იპოვეს“, - განაცხადა კოჩიევმა.
მისი თქმით, ამჟამად ამ საკითხზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ.
ცნობისთვის, მდინარე ლიახვი სათავეს კავკასიონის ქედზე იღებს, ის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გაედინება, ხოლო შემდეგ გორთან მდინარე მტკვარს უერთდება.
0
0