19/12/2022
17:18
სამართალი
“მოგონილი ლიშენიის გამო მაწამეს, მანქანიდან გადმომსვეს, შემდეგ სასამართლოში მიჩივლეს, შემდეგ აღმოჩნდა რომ ლიშენია არ მქონია შეეშალათ, მაგრამ მაინც მიჩივიან”, ამის შესახებ სუროგაციის ცენტრის new life-ის დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს და სამართალდამცველების გადაცდომებზე საუბრობს.
კუკუნაშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე დაიცავს საკუთარ უფლებებს.
“რადგან საკუთარი აზრების ქონა ის წვრილმანი ხულიგნობა ყოფილა, რომლის მტკიცებულებაც სისტემას არ გააჩნია. და ამ ყველაფერს აკეთებენ მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინოდეს, საკუთარი თავების რწმენა, ტყულის და სიმართლის გარჩევის უნარი და პროტესტის ძალა დავკარგოთ და ვიყოთ უბედური მონები”, წერს კუკუნაშვილი ვრცელ პოსტში, რომელშიც დასახელებულია პოლიციელის ვინაობაც.
"ჩემი ადვოკატების განმარტებით, პოლიციელი ბექა კაჭკაჭიშვილი ექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ბუნებრივია,არ ვარ მოტივირებული შურისძიებით, თუმცა ვინაიდან ადგილი აქვს სისტემის მიერ ადამიანების უმოწყალო და ყოვლად უსამართლო ჩაგვრას, ვაპირებ ბოლომდე ვიბრძოლო და ეს ჩემთხვევა სამაგალითო ცირკად ვაქციო.
ზემოთაღნიშნულის ფარგლებში და იმის გათვალისწინებით, რომ რომ ტელევიზიებთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს, პორშეს ცენტრის გადამღები ჯგუფით, მათი დრონითა და კამერებით გამოვხატე ჩემი ურყევი რწმენა სიმართლისა და ღირებულებებისადმი და როგორც პოლიციის, ისევე პროკურატურისა და სასამართლოს შენობების წინ, გავაკეთე ჩანაწერები და გავუშვი გული ბურთები. . ატყდა ფორიაქი, რეკვა სისტემის მიერ მათსავე დაცვის თანამშრომლებთან. აინტერესებთ, თუ რომელი ტელევიზიაა, რაზეც მიიღეს პასუხი, რომ კერძო პარტიზანული ტელევიზიაა…" წერს კუკუნაშვილი და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს.
0
0