მატარებელი ლიანდაგზე დაცემულ ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა - არიან დაშავებულები
14/10/2024
20:32
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მატარებელი ლიანდაგზე დაცემულ ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მემანქანე დაიღუპა, 10-ზე მეტი მგზავრი კი დაშავდა. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შეჯახების მომენტში მატარებელში 36 მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რომლებიც სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ჯერჯერობით უცნობია როგორ მოხვდა ხე მატარებლის ლიანდაგზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ამას გამოძიება დაადგენს.
ინციდენტის გამო მატარებლების მოძრაობა რობლინგისა და ტრენტონის სადგურებს შორის ორივე მიმართულებით შეჩერებული იყო. ამასთან, ზოგიერთი ახლომდებარე გზის ნაწილი დაიკეტა, მათ შორის, აშშ-ის გზატკეცილი 130, რადგან პოლიციამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
0
0
1436
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%