11/12/2023
20:50
კონფლიქტები
ევროპის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს არ სურთ აფხაზეთის ხილვა მსოფლიოს ნაწილად, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„მათ უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. მათ ეს სჭირდებათ, რათა მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უსუსურობა და ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემის გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეში დევს. ყველაფერს აკეთებენ, რათა აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს“, - განაცხადა ბჟანიამ.
მისი თქმით, რესპუბლიკა ჩამოყალიბებულია კურსთან და მოკავშირეებთან დაკავშირებით. უნდა იბრძოლოს გახდეს მსოფლიოს არქიტექტურის ნაწილი და უსაფრთხოების ახალი სისტემა, რომელიც აგებულია პატივისცემაზე, სუვერენიტეტის აღიარებაზე და მოკავშირეებთან ინტეგრაციაზე.
”ამიტომ ვართ რუსეთთან! ამიტომაც ჩვენ მომართული ვართ მასთან ასეთი ურთიერთობების დამყარებაზე. აფხაზეთი, რუსეთთან ერთად, გლობალური კრიზისის ნაწილი გახდა. მთელი ევროპა ღრმავდება ამ კონფლიქტში. ადამიანური ძალის რეზერვები, ქონებრივი რეზერვები, ევროპული ქვეყნების სიმდიდრე ფუჭად იხარჯება და უკვე გაიფლანგა კიდეც“, - განაცხადა ბჟანიამ.
0
0