05/05/2024
22:33
სამართალი
არსებული ინფორმაციით, ლადო აფხაზავას ლანჩხუთში თავს დაესხნენ.
როგორც აფხაზავამ ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა, მას კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ლადო აფხაზავა ამბობს, რომ თავდამსხმელები მას “ნაცს” ეძახდნენ. ის პოლიციის განყოფილებაშიც იმყოფებოდა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ" "ფეისბუკზე" და განაცხადა, რომ განხორციელებული თავდასხმა განსაკუთრებით საეჭვოა მისი სამოქალაქო აქტიურობის ფონზე.
„ველით, რომ გამოძიება დროულად და ეფექტიანად განხორციელდება”, - ნათქვამია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განცხადებაში.
0
0