05/11/2021
09:45
საზოგადოება
როგორც ბალდის მონასტრის განკვეთილმა, მამა ათინოგენმა განაცხადა, სალხინოს მამათა მონასტრის განკვეთილმა მღვდელმსახურებმა საპატრიარქოდან მიიღეს წერილი, რომ 4 ნოემბრამდე უნდა დაეტოვებინათ მონასტერი, თუმცა აღნიშნულზე უარი განაცხადეს.
საუბარია 15-მდე სასულიერო პირზე, რომლებიც მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა, სასულიერი პირის თანამდებობიდან ჯერ გადააყენა, შემდეგ კი სრულად განკვეთა ეკლესიიდან.
მამა ათინოგენის ინფორმაციით, ხუთი სასულიერი პირი, რომელიც სალხინოს მამათა მონასტერში ცხოვრობდა, დაკავებულია და გადაყვანილია მარტვილის პოლიციაში.
სალხინოს მამათა მონასტრის კელიებში განლაგებულნი არიან ჩოხოსნები, თავად მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი კი, წირვას ატარებს.
ადგილზე იმყოფებიან სასულიერი პირები და მრევლი. ტერიტორიას სამართალდამცველები იცავენ.
0
0