31/12/2022
17:14
კონფლიქტები
ახალ წელს ისევ მატო ხვდება ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მცხოვრები ვალია ვანიშვილილი.
"მარტო ვხვდები, 2 წელია მარტო არ ვარ? ვინმე მოვა ჩემთან? [შვილიშვილები] აქ როგორ მოვლენ, დაიჭერენ და წაიყვანენ, მე თვითონ მეშინია, თქვენ რომ წახვალთ არ დამიჭირონ. [რუსები] როგორ არ მოდიან, აქ მოდიან, ახლაც გიცქერენ თქვენ - რაზე მოდიან, ვინ არიანო...მე რა უნდა ვთქვა, მთავრობამ უნდა თქვას, მე რა, ჩემი სიტყვა არ გავა", - თქვა ვალია ვანიშვილმა “მთავარ არხს”.
როგორც ცნობილია, დათა პაპა (ვანიშვილი) 2021 წლის მარტში გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 2022 წელს საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 45 მოქალაქე დააკავა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) თანახმად, აქედან 39 უკანონო დაკავება მოხდა ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ექვსი კი — აფხაზეთის. ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე აფხაზეთში და 4 — ცხინვალში.
0
0