17/07/2022
20:19
მსოფლიო
რომის პაპმა ფრანცისკემ კიდევ ერთხელ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ძალისხმევა მიმართონ უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში საკვირაო წირვის შემდეგ ისაუბრა.
ამასთან, პაპი ადასტურებს თავის სიახლოვეს უკრაინელებთან, რომლებიც, მისი თქმით, ყოველდღიურად განიცდიან სარაკეტო თავდასხმებს.
„მე ყოველთვის ახლოს ვარ უკრაინის მრავალტანჯულ მოსახლეობასთან, რომელსაც ყოველდღე სარაკეტო წვიმა ეცემა“, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ და დასძინა: „მართლა გაუგებარია, რომ ომს მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს, აშორებს ერებს ერთმანეთისგან? კლავს სიმართლესა და დიალოგს? მე ვლოცულობ და ვიმედოვნებ, რომ ყველა საერთაშორისო აქტორი ნამდვილად შეეცდება განაახლოს მოლაპარაკებები და არა ომის სისულელეების გაღვივება“, - განაცხადა პაპმა.
Ukrinform -ი იტყობინება, რომ წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მდივანმა არქიეპისკოპოსმა პავლე რიჩარდ გალაჰერმა განაცხადა, რომ რომის პაპი ფრანცისკე უკრაინას უკვე მიმდინარე წლის აგვისტოში შეიძლება ეწვიოს. მისი თქმით, კიევში მოგზაურობის მომზადება პონტიფიკოსის კანადაში ვიზიტის შემდეგ დაიწყება.
0
0