20/10/2024
18:41
საზოგადოება
თბილისში, მარშის - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
გმირთა მოედანზე მარშის "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ ცოტა ხნის წინ დაიძრნენ. მსვლელობა უკვე დაიწყეს თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილებმაც.
მათ თან აქვთ ევროკავშირის დროშები, ბანერი წარწერით - "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" და ევროკავშირის მხარდამჭერი სხვადასხვა შინაარსის პლაკატები.
მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც მიყვებიან.
შეგახსენეთ, მარშის „საქართველოს ირჩევს ევროკავშირს“ მონაწილეები 17:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე, გმირთა მოედანზე, 300 არაგველის ობელისკის (ორთაჭალა) ტერიტორიაზე, მარჯანიშვილის მოედანზე, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე (მთაწმინდა) შეიკრიბნენ, ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებულია სცენა, სადაც სიტყვით გამოსვლები იგეგმება. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
0
0