26/10/2024
15:41
არჩევნები 2024
კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მარნეულში, დარღვევის შედეგად, სწორედ იმ უბნის შედეგები გაუქმდა, სადაც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" იგებდა.
მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმ უბნებში, სადაც ოპოზიცია იგებს.
"იცით, რომ მარნეულში, 69-ე უბანზე საერთოდ გაუქმებულია შედეგები, დახურულია უბანი, რადგან სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია და, კონკრეტულად, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა". ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ამ ტენდენციას ვხედავთ ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით - იქ, სადაც ოპოზიცია იგებს, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მიდიან იმისთვის, რომ შემდეგ გაუქმდეს აღნიშნული უბნები," - აცხადებ თინა ბოკუჩავა.
დღეს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. წელს, ქვეყანაში პირველად ტარდება საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით. ამომრჩევლებს, საერთო ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი ემსახურება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024