26/10/2024
14:25
არჩევნები 2024
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედადლის განცხადებით, მარნეულში, 69-ე უბანზე, რომელიც ამ წუთებში დახურულია, ბიულეტენები მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ როშან ისკანდაროვმა ჩაყარა.
ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, ისინი, აღნიშნული უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ.
„რამდენიმე წუთის წინ, აქ საშინელი ამბავი მოხდა. გაყალბებას ველოდებით, მაგრამ ამხელასაც არა. „ქართული ოცნების" წარმომადგენელი როშან ისკანდაროვი სადახლოდანაა, ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, ის პირდაპირ, დღისით, მზისით ყრიდა ბიულეტენებს, ერთს კი არა, რამდენიმეს. იმდენად გაუჭირდათ, პირდაპირ ყრიან, თან კამერების წინაშე. აქ მხოლოდ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არ ვართ, ყველა კოალიციიდან არიან მოსულები. ჩვენ ვითხოვთ, ეს უბანი და შედეგები გაუქმებული იყოს, რადგან სერიოზულ გაყალბებასთან გვაქვს საქმე. ეს უბანი მაგალითი უნდა იყოს, როცა ასე მოიქცევიან, ყველას ასეთი ბედი ელოდება“, - განაცხადა ჯეიჰუნ მუჰამედადლიმ.
0
0