მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს პატიმრობა შეეფარდა
01/11/2024
15:13
სამართალი
A-
+A
მარნეულის მაგისტრატმა სასამართლომ მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ. როვშან ისკანდაროვმა პროცესზე განაცხადა, რომ ოპოზიციის დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საარჩევნოო პროცესს აფერხებდნენ და ამომრჩევლებს ხმის მიცემის საშუალებას არ აძლევდნენ.
დაცვის მხარე ამბობს რომ ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედება მხოლოდ პროცედურული დარღვევა იყო.
„ის, რომ მან ჩაიდინა გაყალბება და რაღაც ყალბ ბიულეტენებზეა საუბარი, ასეთ რამეს ნამდვილად ვემიჯნებით“, - განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ზურა დალაქიშვილმა.
0
0
133
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%