30/09/2024
11:39
მსოფლიო
Bloomberg-ის ინფორმაციით, Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ის მეოთხე ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ამ მაჩვენებელს მიაღწია.
Meta-ს აქციების მკვეთრი ზრდის ფონზე, 2 წელიწადში ცუკერბერგის აქტივების სუფთა ღირებულება თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.
Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ როცა 2021 წელს ცუკერბერგმა Facebook-ის ბაზაზე მეტასამყაროს შექმნის შესახებ განაცხადა, ეს „კოლოსალურ შეცდომად ჩათვალეს, რომლის გამოც მას 100 მილიარდი დოლარის დაკარგვა შეეძლო“. თუმცა, საბოლოო ჯამში ინვესტორებმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს და მას მოგება მოაქვს.
Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგის მიხედვით, დღეს მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი Tesla -ს ხელმძღვანელი ილონ მასკია, რომლის ქონებაც 272 მილიარდ დოლარად ფასდება. მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, მესამეზე კი LVMH-ის მფლობელი ბერნარ არნო.
0
0