19/04/2022
08:59
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქ მარიუპოლში მყოფი უკრაინელი სამხედროები რუსეთს არ ჩაბარდებიან.
„ისინი აცხადებენ, რომ მზად არიან გაუშვან ყველა სამხედრო, თუ ისინი ჩაბარდებიან. მაგრამ ისინი დანებებას არ აპირებენ. მათ არ სურთ ამის გაკეთება და ამიტომ არის რთული და ტრაგიკული სიტუაცია, რადგან სამხედროებს არ სურთ დანებება“, - განაცხადა ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, არ სჯერა რუსეთის, რომ ისინი ადამიანებს მარიუპოლიდან უვნებლად წასვლის საშუალებას მისცემენ.
„რასაც რუსები გააკეთებენ არის ის, რომ დახვრეტენ მათ, ამიტომ ახლა რუსეთს არავინ ენდობა,“- აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას მარიუპოლიდან დაჭრილების გაყვანა სურდა, მაგრამ რუსულმა ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს.
„ჩვენ გვინდოდა დაჭრილების წაყვანა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ეს ჰუმანიტარული მისიაა : დაგვიბრუნეთ დაჭრილები. ისიც კი დავგეგმეთ, რომ თურქეთი შუამავალი ყოფილიყო და დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა და სამხედროები მიგვეღო. ისინი არ უშვებენ მათ, რადგან გვესმის, რომ რუსეთს მხოლოდ მათი დახვრეტა სურს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024