მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს
01/07/2024
17:52
სამართალი
A-
+A
არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის წევრი, მარიამ წიწიკაშვილი, რომელმაც აეროპორტში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 700 ლარით დააჯარიმეს.
წიწიკაშვილს შსს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით ორი მესაზღვრე კონტროლიორი გამოიკითხა, ასევე გამოიკვლიეს ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც წიწიკაშვილმა თავად გაავრცელა.
ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, 9 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წიწიკაშვილმა ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა. ის მალევე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო მის თანმხლებ პირს, გაფრენის საშუალება არ მისცეს და რეისიდან მოხსნეს.
0
0
279
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%