09/10/2024
19:02
სამართალი
მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი” ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამის განუთავსებლობის გამო სამართალდამრღვევებად ცნო.
მმართველი პარტიის სარჩელის განხილვა ცოტა ხნის წინ დასრულდა, ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ტელეკომპანია “პირველმა”, TV “ფორმულამ” და “მთავარმა არხმა” ერთობლივი განცხადება 5 ოქტომბერს გაავრცელეს, სადაც წერდნენ, რომ "ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი".
აქამდე, კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი”, რომელმაც უარი თქვა სამაუწყებლო ბადეში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე 5 000 ლარით დააჯარიმა.
კომისიამ, ასევე 5 000 ლარიანი ჯარიმა დაუწესა ტელეკომპანია ფორმულას და TV პირველს, რომლებმაც “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო რეკლამა სამაუწყებლო ბადიდან ამოიღეს.
0
0