18/10/2021
14:06
საზოგადოება
კერძოდ, მინისტრი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრში ერთ-ერთი პაციენტი ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე შეიყვანეს პროზექტურაში.
„რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა ადგილზე, დღეს მათ დასკვნას გავეცნობი და შემდგომ უკვე თქვენ გაგაცნობთ“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს რელურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.
„სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო პარლამენტში შეტანილი და რომელიც დღემდე არ არის განხილული. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს დროულად მიღებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დგას მოპასუხედ საზოგადოების წინაშე, პაციენტების უსაფრთხოების დაცვის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც დაცული იქნება პაციენტების ინტერესი. ჩემთვის რთულად არის გასაგები, თუ რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას, ეს კითხვები სხვაგან უნდა დაისვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
0
0