18/10/2021
17:44
რეგიონები
პროექტის ფარგლებში ვაქცინაციის სივრცეები გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ხიდისთავის, კარალეთისა და ხელთუბნის ამბულატორიებში მოეწყო.
დღეს, სამივე სოფელში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ. ისინი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმუნიზაციის პროცესი გაეცნენ.
კამპანია საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. მარათონის ფარგლებში 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება მიიღოს სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.
პროექტის მხარდამჭერები არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში, გაეროს განვითარების სააგენტო ( UNDP).
0
0
ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა
17/11/2024