08/01/2024
09:11
სპორტი
იტალიის დედაქალაქის, რომის საკასაციო სასამართლომ ლეგენდარულ დიეგო მარადონას მოუხსნა ბრალდება გადასახადების თავიდან არიდების თაობაზე.
არგენტინელი ფეხბურთელის ადვოკატის სიტყვებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეწყვიტა მარადონას 30-წლიანი დევნა. მანვე აღნიშნა, რომ ლეგენდის ოჯახის წევრებს შეუძლიათ, კომპენსაცია მოითხოვონ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.
„ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი დასრულებულია. მარადონას არასოდეს აურიდებია თავი გადასახადებისთვის“, – განაცხადა ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატმა სააგენტო Reuters-თან კომენტარში.
მარადონას ადანაშაულებდნენ ლიხტენშტაინში არსებული კომპანიების გამოყენებაში გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით. ეს 1985-90 წლების პერიოდში ხდებოდა, როცა დიეგო „ნაპოლიში“ თამაშობდა. მარადონას ბრალი წაუყენეს და 37 მილიონი ევროს გადახდა დაავალდებულეს. გამოძიება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო.
დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
0
0