30/11/2022
12:43
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის წინააღმდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის სარჩელზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ტელეწამყვანის, მაია მამულაშვილის კახა კალაძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ტელეკომპანია „პირველს“ და მაია მამულაშვილს კალაძის მიმართ მორალური ზიანის სახით, 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა, ასევე, ტელეკომპანიას დაევალა თბილისის მერის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა. კერძოდ, დაცვის მხარის განცხადებით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო.
თბილისის მერი ჟურნალისტის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მოპასუხეებისთვის 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვდა.
0
0