მამუკა წოწერია: გიგა ოთხოზორიას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული მაგალითი იქნება მომავალი თაობებისთვის
12/10/2021
14:52
რეგიონები
A-
+A
გიგა ოთხოზორიას დღეს 36 წელის შეუსრულდებოდა. სოფელ ხურჩაში ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული ოთხოზორიას საფლავი დღეს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა გვირგვინებით შეამკეს. მამუკა წოწერია და ნინო ვიბლიანი ოთხზოზორიას ოჯახის წევრებს შეხვდნენ და მის დედას გმირი შვილის აღზრდისთვის მადლობა გადაუხადეს.
„ჩვენი დროის გმირი გიგა ოთხოზორია დღეს 36 წლის გახდებოდა, რთულია ანუგეშო დედა, მეუღლე და შვილები, თუმცა გიგას გმირობა და ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული ყოველთვის მაგალითი იქნება ჩვენი მომავალი თაობებისთვის“ - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.
გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ მას დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
0
0
1209
სიახლეები
ყველა
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%