მამარდაშვილის აღებული პენალტი და მოგერიებული "მკვდარი ბურთი" - "ვალენსიამ" მაინც წააგო
23/08/2024
23:16
სპორტი
A-
+A
ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სელტასთან“ 1:3 დამარცხდა.
სტუმრები დიეგო ლოპესმა თავურით დააწინაურა, რის შემდეგაც მასპინძლები უპირატესობას დაეუფლენ და ხუთწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანეს. ვიგოელებს მესამეს გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა 45-ე წუთზე იაგო ასპასის დარტყმული პენალტი აიღო.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, გიორგიმ სვედბერგის დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია, თუმცა მალე მისი კარი ბელტრანმა დალაშქრა. დარჩენილ დროში "ღამურების" შეტევებმა შედეგი არ გამოიღო და საბოლოოდ - 3:1.
"ვალენსიამ" პრიმერას სტარტზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა და 28 აგვისტოს „სანმამესზე“ „ბილბაოს“ დაუპირისპირდება.
sportall.ge
0
0
240
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%