30/10/2024
12:51
სპორტი
პარიზში გამართულ „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე საუკეთესო მეკარეების ნომინაციაში „ლივერპულის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის წარდგენას გამოცემა Liverpoolworld-მა სტატია მიუძღვნა.
„პარიზში, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებაზე „ლივერპულის“ მიერ ზაფხულში დამატებული გიორგი მამარდაშვილი საუკეთესო მეკარის ჯილდოსთვის იბრძოდა, ღონისძიებაზე ის „ლივერპულის“ ერთადერთი წარმომადგენელი იყო. მამარდაშვილმა მეკარეების რეიტინგში საბოლოოდ მეშვიდე ადგილი დაიკავა, საუკეთესოდ კი არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესი დაასახელეს.
მამარდაშვილი მიმდინარე სეზონს ლა ლიგის „ვალენსიაში“ იჯარით გაატარებს. 24 წლის ქართველმა, რომელიც გასულ სეზონში ესპანეთის ლიგის საუკეთესო მეკარედ აღიარეს, ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზეც შესანიშნავად ითამაშა და საქართველოს ნაკრებთან ერთად მერვედფინალში გავიდა.
გასულ სეზონში ლა ლიგაში გიორგიმ დარტყმების 74% მოიგერია. ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – მას ამ შეხვედრაში 20 მოგერიება ჰქონდა, რაც ტურნირის ისტორიაში, ჯგუფურ ეტაპზე, მეორე საუკეთესო შედეგია. ტურნირი კი 29 მოგერიებით დაასრულა, რაც ისტორიაში მეკარეთა შორის ასევე მეორე შედეგია.
„ვალენსიასა“ (111 მატჩი) და საქართველოს ნაკრებში (25) ჩატარებული მატჩებით მამარდაშვილი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა როგორც კლუბისთვის, ასევე საქართველოს ნაკრებისთვის“, – წერს liverpoolworld.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024