12/12/2022
08:12
სამართალი
აჭარაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრველებს.
უწყების ცნობით, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია 63 წლის მამაკაცი, რომელმაც საკუთარი რძალი სანადირო თოფით მოკლა.
"დანაშაული 10- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა 1982 წელს დაბადებული თ. ჯ.
პოლიციამ ლ.ბ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, -ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
0
0
როგორი ამინდი იქნება კვირას საქართველოში
17/11/2024