მამაკაცმა ქალი შვილების თვალწინ დანით მოკლა
04/11/2024
11:17
მსოფლიო
A-
+A
კანადის დედაქალაქ ოტავაში, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი, შვილების თვალწინ, დანით მოკლა.
ოტავას პოლიციის განცხადებით, 36 წლის ბრქტი ბერჰე, ორ შვილთან ერთად პარკში იმყოფებოდა, როცა თავდასხმა მოხდა. ქალი, დანით მიყენებული დაზიანებებით, ინციდენტის ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა მცირეწლოვანი ბავშვების დახმარება შეძლეს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი, 36 წლის, ფშა ტეხლე, მანქანით გაიქცა. მოგვიანებით, პოლიციამ თავდამსხმელი ოტავას ავტომაგისტრალზე მოძრაობისას მკვლელობის ბრალდებით დააკავა. პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილს გარდაცვლილი ქალის ნათესავთან ოჯახური ურთიერთობა ჰქონდა.
ოტავას პოლიციამ ინციდენტი ფემიციდად შეაფასა.
0
0
88
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%