13/11/2024
11:48
მსოფლიო
აშშ-ის სანტა როსას ოლქში, 41 წლის მამაკაცმა, საკუთარ სახლში, ცოლი დანით მოკლა. სანტას ოლქის შერიფის ბობ ჯონსონის ინფორმაციით, ასევე სამიდან ერთ-ერთი ბავშვი ფეხის არეში დაშავდა.
სანტას ოლქის შერიფმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა მაიკლ დელმარმა 42 წლის მეუღლე, ქეით დელმარი, სასიკვდილოდ დაჭრა და შემდეგ თავი მოიკლა.
ინციდენტის დროს, მაიკლ დელმარი ოთახში შეიარაღებული შევიდა და მეუღლის დახრჩობა სცადა. გამოძიების მიხედვით, შემდეგ მან ქალს დანა რამდენიმეჯერ დაარტყა. ერთ-ერთმა ბავშვმა, თავის გადარჩენის მიზნით, მეზობლის სახლში გაქცევა და 911-ში დარეკვა მოახერხა. მოგვიანებით, პოლიცია ინციდენტის ადგილზე მივიდა და სახლში მამაკაცისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს.
პოლიციის ცნობით, ორი დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვი კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. ამჟამად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიების თანახმად, ინციდენტი სიტყვიერი კამათის შედეგად მოხდა. მაიკლ დელმარი ასევე 2015 წელს წვრილმანი ქურდობისთვის იყო დაკავებული.
0
0