20/03/2024
14:25
სამართალი
გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "მოზაიკა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ახრისში მოხდა.
“ხელის ტრაქტორმა მთლიანად ჩაითრია და მოკლა“, – განაცხადეს ადგილობრივებმა.
ტრაგიკული შემთხვევა “სფეისნიუსს” ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეულის მერიის წარმომადგენელმა, ტარიელ ვათაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილია 46 წლის გოგა კასრაძე.
“გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი სასტიკად დასახიჩრებული იყო. მას დარჩა მეუღლე და 2 შვილი”, აცხადებს ვათაშვილი.
კასრაძე ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო.
0
0