30/01/2023
22:47
კულტურა
ქართული პანტომიმის სკოლის ფუძემდებლის, მსახიობისა და რეჟისორის, ამირან შალიკაშვილის ვაჟი, რეჟისორი და პანტომიმის თეატრის ხელმძღვანელი, ამირან ჯუნიორ შალიკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„ეს ის ადგილია, სადაც 1927 წლიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრი არსებობდა, 1983 წლიდან კი პანტომიმის სახელმწიფო თეატრი!
დღეს ეს ტერიტორია პანტომიმის სახელმწიფო თეატრს ეკუთვნის. ჩვენ ამ პირობებში მაინც ვმუშაობთ და არ ვჩერდებით! ჩვენ ვართ თეატრი, რომელმაც ყველაფერს გაუძლო თავის 58 წლის არსებობაში და ეს ძალიან დიდი ისტორიაა!
ამირან შალიკაშვილს მძიმე ისტორია აქვს. იყო დრო როდესაც თეატრი დაუწვეს, შემდეგ კი ვაგონებში მუშაობდნენ. საბოლოოდ ყველამ დაინახა წვალებით მიღწეული დიდი წარმატება რის შემდეგაც თეატრმა მიიღო ტერიტორია რუსთაველის გამზირზე, 37 ნომერში. სწორედ ეს შენობა გაყიდეს 2011 წელს სააკაშვილმა და უგულავამ ისე, რომ შალიკაშვილს არც კი გააგებინეს...
ზუსტად ამ თარიღიდან იწყება ჩემი, ჯუნიორ ამირან შალიკაშვილის ბრძოლა. თავიდან ძალიან კომფლიქტური მდგომარეობა იყო, ამირან შალიკაშვილი არ ტოვებდა ამ ადგილს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი საინტერესო ფაქტი - მაშინ თეატრის დიდი ნაწილი ვერ მიითვისეს, რომელიც დღესაც არ ეკუთნით მათ!
დაძაბული მდგომარეობის შემდეგ ჯუნიორ შალიკაშვილმა დაიწყო მოლაპარაკებები, რომლითაც ვცდილობთ, დავიცვათ ქართული კულტურის საგანძური. იცით რომ შენობა ვინც მიითვისა მას ზუსტად ამ ტერიტორიაზე უნდა კაზინოს გახსნა, რის საშუალებასაც ყველანაირად ვეცდებით რომ არ მივცეთ.
მე, ჯუნიორ ამირან შალიკაშვილი, დღეს თეატრში ვცხოვრობ, ზუსტად იმ შენობაში, რომელიც ჯერ გაყიდული არაა. დღე და ღამე ვიცავ ტერიტორიას და არ დავუშვებ თეატრის ადგილას კაზინოს გახსნას! მე მქონდა არაერთი შეხვედრა, მაგრამ არანაირ მილაპარაკებაზე არ მოდიან. დღეს მერია და კახა კალაძე აშენებს თეატრს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რამიშვილმა უნდა წაიღოს ასე უბრალოდ 6000 კვ.მ. რომელიც მოზარდს ეკუთვნოდა! მადლობა კახა კალაძეს რომ გადაარჩენს თეატრს!
ეს უკვე მერიას არ ეხება. აქ, ზუსტად ამ კედლებშია მამაჩემის ცხოვრების უდიდესი ისტორია. ჯობია მოვიდნენ და მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, თორემ 24/7 ზე მე ფხიზლად ვარ და გპირდებით, რომ ამას ვერ წაიღებთ!
გვიან ღამით იყო ვიღაც შემოპარული... არის ეჭვები რომ თეატრს ავიწროვებენ, თუმცა მე არაფრის მეშინია.
მამაჩემი ამათმა შეიწირეს, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ მომერევიან. სიკდილის ბოლო წუთამდე ვიბრძოლებ და შემდეგ თუ საჭირო იქნება ჩემი ბიჭი გააგრძელებს, თაობიდან თაობაზე გადავა და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ არ გავიმარჯვებთ!მე ვთავაზობდი მარტივ გზას რომ მალე აშენებულიყო თეატრი, თუმცა პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალეს. ამიტომ გადმოვედი აქ საცხოვრებლად. მე აქ ვიყავი ვარ და ვიქნები!
მამა მე დაგპირდი რომ შენს სახლმუზეუმს და თეატრს ავაშენებდი. დღეს ორივე პრობლემაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ გპირდები მე ბოლომდე მივიყვან შენს დაარსებულ უნიკალურ თეატრს, ერთადერთს მსოფლიოში!
მარსელ მარსომ თქვა - ასეთი ნაციონალური პანტომიმის მიმართულება მე ჯერ არ შემხვედრია, შალიკაშვილის სტილი მსოფლიოს მალე მოედებაო!
მსოფლიომ დააფასა ეს უნიკალური თეატრი და ერთი კაცის გადაწყვეტილებამ რატომ უნდა შეუქმნას თეატრს პრობლემა?“ - წერს ამირან შალიკაშვილი.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024