12/11/2022
18:24
კულტურა
მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის საფლავის დაზიანებული ქვების რესტავრაცია დასრულდა.
რესტავრაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და ცხრა საფლავის ქვის ფილებზე აღდგა წაშლილი წარწერები. სამუშაო შეასრულა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოსტატთა რეესტრის წევრმა, პაატა გიგაურმა.
ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესიის საფლავის დაზიანებული ქვების რესტავრაცია არ არის პირველი ასეთი პროექტი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წელს შეასრულა.
ზაფხულში სააგენტომ ქაშვეთის ტაძრის პირველ სართულზე წმ. მარინეს ეკლესიის დაზიანებული იატაკის რეაბილიტაცია განახორციელა.
რეაბილიტაციის პროცესში აღდგა ჩაქცეული აკლდამა, დაიბურღა იატაკის ის ადგილები, სადაც ზედაპირი ჯერ არ იყო დაზიანებული და ჩატარდა სიცარიელის ინექტირება.
ასევე, ჩატარდა საფლავის გატეხილი ფილების რესტავრაცია, განახლდა წარწერები, გასუფთავდა ტაძრის მთლიანი იატაკის ბზარები.
0
0