28/12/2021
15:39
პოლიტიკა
მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
„მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. ჩაუტარდა ყველა საჭირო ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, გამოტანილი იქნა სათანადო დიაგნოზები და მიმდინარეობდა მკურნალობა. ამ დღეების განმავლობაში იგი იმყოფებოდა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ. დაწყებული იყო რეფიდინგ პროცესიც, რომელიც დასრულდა ამ წლის 14 დეკემებრს. მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც სტაბილური, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის სტაციონარიდან გაწერის შესახებ და ამბულატორიულ ზედამხედველობაზე გადაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა მისი ინფორმირების შემდგომ, პაციენტი დაიძაბა, აღენიშნა არტერიული წნევის მატება, რის გამოც იგი იგი დატოვებულია ჰოსპიტალში მის ჯანმრთელობის სტაბილიზაციამდე“, - განაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორმა.
0
0