17/10/2024
10:58
მსოფლიო
BBC-ის ინფორმაციით, მალაიზიის პოლიციამ ისლამური დაჯგუფების „იხვანის“ წევრები დააკავა, რომლებსაც ბრალი ედებათ ადამიანებით ვაჭრობა და ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის განხორციელება.
პოლიციამ ძალადობისგან 20 თავშესაფარში მყოფი 402 არასრულწლოვანი გადაარჩინა და 171 ეჭვმიტანილი დააკავა, მათ შორის მასწავლებლები და მომვლელები. გავრცელებული ინფორმაციით, 1 ოქტომბრამდე „იხვანის“ ხუთმა წევრმა, ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანები იძულებით ამუშავა. ტრეფიკინგში ჩართული იყო სამხრეთ ჯოჰორის შტატში, „იხვანის“ საკუთრებაში არსებული კურორტის მენეჯერი და თანამშრომლები - სამი ქალი და 1 მამაკაცი. მამაკაცმა 16 წლის მოზარდზე სექსუალურად იძალადა.
პოლიციის ცნობით, ძალადობის სხვადასხვა ფორმების მსხვერპლი 1-დან 17 წლამდე ასობით ბავშვია. დაჯგუფების წევრები ზოგიერთ მათგანს სხვა ბავშვებზე სექსუალურ ძალადობასაც აიძულებდნენ. „იხვანის“ იურისტებმა უკანონო ბიზნეს საქმიანობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ბრალდებები უარყვეს და „სამართლიანი გამოძიების“ წარმოება მოითხოვეს.
მალაიზიის ხელისუფლებამ, ინტერპოლთან შუამდგომლობით, „იხვანის“ მიმართ გამოძიება საერთაშორისო დონეზე გააფართოვა.
0
0