23/07/2023
10:03
კულტურა
მალაიზიაში მუსიკალური ფესტივალი გაუქმდა მას შემდეგ, რაც ბრიტანული ჯგუფის The 1975 სოლისტმა მეთი ჰილიმ გააკრიტიკა ქვეყნის ანტი ლგბტქ კანონები და სცენაზე ბენდის წევრ მამაკაცს აკოცა.
პარასკევს ღამით კუალა-ლუმპურში Good Vibes Festival-ის სცენაზე მომხდარმა ინციდენტის გამო ქვეყნის კომუნიკაციების სამინისტრომ დარჩენილი სამდღიანი ღონისძიება გააუქმა.
ჰომოსექსუალური აქტები მალაიზიაში უკანონოა და ჯარიმით ან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
პარასკევს ჯგუფის გამოსვლისას ჰილიმ საზოგადოებას მიმართა.
„მე ვერ ვხედავ აზრს, მოვიწვიო The 1975 ქვეყანაში და შემდეგ მიგვითითო, ვისთან შეგვიძლია გვქონდეს სექსი. მე ვბრაზობ. ეს არ არის სამართლიანი თქვენ მიმართ, რადგან თქვენ არ ხართ თქვენი მთავრობის წარმომადგენელი. თქვენ ახალგაზრდები ხართ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გეი და პროგრესული ხართ“, - თქვა მან..
ჰილიმ დასძინა, რომ ჯგუფმა განიხილა შოუს გაუქმებაც, მაგრამ გადაწყვიტეს ეს არ გაეკეთებინათ და გულშემატკივრებისთვის იმედები არ გაეცრუებინათ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024