11/11/2024
18:49
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს პარიზში, ელისეის სასახლეში უმასპინძლა.
ლიდერებმა შეხვედრისას უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს, როგორ შეძლებენ უკრაინისთვის ყველაზე ხელსაყრელი პოზიციის უზრუნველყოფას ზამთრის პერიოდში.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ამასთან, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და გამოთქვეს შეშფოთება ღაზასა და ლიბანში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო ურთიერთობას“, – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0