09/12/2022
14:03
სამხედრო
მინდა, მადლობა გადავუხადო ევროკავშირს კონკრეტული დახმარებისთვის, რაც დაუმტკიცდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის.
„მოგეხსენებათ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
0
0