20/12/2022
17:55
კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ღირსების ორდენი გადასცა RT-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, სოციალურად მნიშვნელოვანი ღონისძიებების მომზადებასა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი შრომისთვის. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
„ყოველთვის მინდოდა მეთქვა: გმადლობთ კაციჭამიების მკვლელობისთვის“, - მიმართა სიმონიანმა კრემლის ლიდერს.
სიმონიანმა დაჯილდოებაზე სიტყვით გამოსვლისას კრემლის ლიდერს ასევე უთხრა, რომ 20 წლის პუტინმა არ მისცა სხვებს უფლება რუსეთისგან კავკასია გამოეგლიჯათ.
სიმონიანმა პუტინს ასევე მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 2008 წელს არ დაუშვა „ჭკუასუსტ კაციჭამიას „სამხრეთ ოსეთი“ და აფხაზეთი ჩაეყლაპა.
„მადლობა, რომ 2008-ში ჭკუასუსტ კაციჭამიას არ მიეცით უფლება შეეჭამა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მადლობა, რომ რამდენიმე წლის წინ შეწყვიტეთ ხოცვა-ჟლეტა ყარაბაღში“, - თქვა სიმონიანმა.
გარდა ამისა, სიმონიანმა პუტინთან მიმართვაში თქვა, რომ წარმოუდგენელია არ ინერვიულო იმაზე, რაც დონეცკში ხდება.
„მადლობა, რომ ტკივილით, სისხლით, მაგრამ ამ კაციჭამიებს პირიდან გამოგლიჯეთ ჩვენი ხალხი. ჩვენ იქამდე დაგეხმარებით, რამდენი ხანიც ამის საჭიროება იქნება“, - აღნიშნა სიმონიანმა.
აღსანიშნავია, რომ კრემლის ლიდერმა მანამდე კი, სახელმწიფო ჯილდოები გადასცა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერებს ლეონიდ პასეჩნიკს და დენის პუშლინს, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების „ხელმძღვანელებს“ ევგენი ბალიცკის და ვლადიმერ სალდოს.
0
0