16/12/2022
15:11
მედიცინა
ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მადლიერება გამოხატაკლინიკა "ვივამედის“ დირექტორის, ნინო ნადირაძის და მედპერსონალის მიმართ.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილსა და მედპერსონალს ერთმანეთის მიმართ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.
"მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ნინოს. ძალიან კარგი იყო მისი გუშინდელი ჩართვა. საერთოდ "ვივამედის“ ექიმების, ექთნების კმაყოფილი ვარ, ვინც უშუალოდ ყოველ დღე მასთან [სააკაშვილთან] არიან. ნამდვილად, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ.
ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მას პერსონალის მიმართ და პერსონალს მის მიმართ. ამის მოწმე მე ვარ და გარდა ამისა, ვიცი მისი [სააკაშვილის] აზრი. ასე რომ, სპეკულაცია ამ თემებზე სრულიად ზედმეტია,“ - განაცხადა ალასანიამ.
კითხვაზე, თუ რატომ აპელირებენ ხელისუფლების წარმომადგენლები თემაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მედპერსონალის მიმართ აგრესიით გამოირჩევა, ალასანია პასუხობს, რომ ისინი თავის გამართლებას ასე ცდილობენ.
"სრულიად უსამართლოდ ჰყავთ გამომწყვდეული ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი. მისი [სააკაშვილის] აგრესიაც მოდის იქიდან, რომ სრულიად უსამართლოდ ზის და სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს,“ - აღნიშნა ალასანიამ.
0
0