01/06/2022
14:22
მსოფლიო
უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ "ნიუსმაქსთან" ინტერვიუში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრაინაშია. უკრაინის პირველმა პირმა ინტერვიუში ნატოც გააკრიტიკა და ალიანსს სუსტი უწოდა.
"მე მაბრაზებს ალიანისის ის განცხადება, რომ უკრაიანა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ეს არ არის სამართლიანი. ამას მხოლოდ ცუდი ლიდერები ამბობენ. ნატოს უარით ალიანსი სისუსტის დემონსტრირებას ახდენს. ჩვენი მიღებით მათ ბევრ უპირატესობას ვთავაზობთ, მათგან არაფერს ვიღებთ, პირიქით ვაძლევთ. ახლა ჩვენი ხალხი იბრძვის. ჩვენ ვართ ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრი. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი. ეს არ არის რაღაც ბუნებრივი. ეს ერთგვარი ფიზიკური ბარიერია, რომელიც ჩვენი ხალხისგან შედგება.
პუტინი სუსტია, რადგან მას არ სურს საუბარი. ახლა ის თითქმის იზოლირებულია. მსოფლიო ყოველთვის აძლევს მას შანსს, რადგან სანქციები სრულად არ არის დაწესებული,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
0
0