ლურჯი მოცვის ქართველი მწარმოებლები რუსეთის ბაზარს ტოვებენ
12/03/2022
10:33
ეკონომიკა
A-
+A
ლურჯი მოცვის მწარმოებელი ორი კომპანია “ლურჯი ველი” და GeorgianBlue რუსეთის ბაზარს ტოვებენ. მიზეზი, აღნიშნული ბაზრის არასტაბილურობაა.
კომპანიების ჯამური ექსპორტის 90% სწორედ რუსეთზე მოდის. GeorgianBlue-მ გასულ წელს ჯამში 100 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალი მიიღო, ხოლო აქედან 85 ტონა რუსეთში გაიტანა. ფასი 1 კგ-ზე საშუალოდ $4.50 იყო. დარჩენილი 15 ტონა კი გერმანიასა და საქართველოში (მეორადი, 1 კგ 6 ლარი) გაყიდა.
რაც შეეხება, “ლურჯ ველს”, მისი მოსავალიც გასულ წელს 100 ტონა იყო და აქაც რუსეთის ბაზარზე დაახლოებით 80-85 ტონა გავიდა. ფასი $4-დან $9-ის ფარგლებში მერყეობდა. 10% საქართველოში გაიყიდა და საშუალოდ 1 კგ 30-40 ლარამდე ღირდა. კომპანიები რუსეთის ნაცვლად, ლურჯი მოცვის ექსპორტის განხორციელებას ევროპის ბაზარზე გეგმავენ.
bm.ge
0
0
510
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%