09/07/2024
15:22
სპორტი
საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან „პანსერაიკოსში“ ითამაშებს, – ინფორმაციას ბერძნული კლუბი ავრცელებს.
„„პანსერაიკოსი“ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ნაკრების მეკარესთან, ლუკა გუგეშაშვილთან, რომელმაც ევრო 2024-ზე ნაკრების გამოსვლიდან რამდენიმე დღეში ჩვენს გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის უახლოეს დღეებში შემოგვიერთდება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „პანსერაიკოსის“ ოჯახში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ლუკა გუგეშაშვილი 25 წლისაა. 2022 წლის იანვრიდან ბოლო დრომდე აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ თამაშობდა, სადაც 45 მატჩი ჩაატარა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.
ლუკამ კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც პოლონურ „იაგელონიაში“ გადავიდა, იქიდან კი იჯარით წავიდა გორის „დილასა“ და ესპანურ „გრანადაში“.
გუგეშაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2023 წლის მარტში შედგა.
0
0