13/10/2024
11:51
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-მდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ ათობით მებრძოლი გაანადგურეს, - ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, - აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ოპერაციებს ღაზას სექტორში, სადაც, მათი მონაცემებით, ერთ დღეში 40-მდე ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს და ათობით პალესტინელი რადიკალის ლიკვიდაცია განახორციელეს.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024