ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულია
12/09/2024
00:29
კულტურა
A-
+A
ქართველი პოეტი ლია სტურუა პრესტიჟული ბრიტანული ლიტერატურული პრემიის, სარა მაგუაირის ჯილდოს, გამარჯვებულია. სტურუას ლექსების კრებულმა „პირიქით“ პრიზი საუკეთესო თარგმნილი პოეზიისთვის მიიღო. წიგნი ინგლისურად ნატალია ბუკია-პიტერსმა და ვიქტორია ფილდმა თარგმნეს.
ლია სტურუასთან ერთად, წლევანდელი პრემიის მოკლე სიაში მოხვდნენ მექსიკელი, სამხრეთკორეელი, ირანელი, ლიბანელი, ჩინელი და პალესტინელი პოეტები. თუმცა, საბოლოოდ გამარჯვება ქართველ ავტორს ერგო.
სარა მაგუაირი, რომლის სახელსაც ჯილდო ატარებს, გაერთიანებულ სამეფოში პოეზიის თარგმნის ცენტრის დამფუძნებელი იყო. პრემიის ორგანიზატორი სწორედ ეს ცენტრია. კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობას პოეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ.
0
0
314
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%