30/01/2023
08:36
კულტურა
პეტერბურგის თეატრალურ ფესტივალ - „ცისარტყელას“ სახელი შეეცვალა და ბრაიანცევის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საერთაშორისო ფესტივალი დაერქვა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გამოცემის ცნობით, ფესტივალის ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კანონი "LGBT პროპაგანდის აკრძალვის შესახებ" ძალაში შევიდა.
“როცა LGBT პროპაგანდის აკრძალვის კანონი მიიღეს, მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ჩვენ არ გვსურდა ვყოფილიყავით ისინი, ვინც LGBT თემს პროპაგანდას უწევს. ამიტომ შევკრიბეთ გუნდი და გადავწყვიტეთ, დროებით შევცვალოთ სახელი. ერთი მხრივ, ჩვენ ვაკვირდებით როგორ მარაზმთან გვაქვს საქმე. ხოლო მეორე მხრივ, ეს ჩვენი ბრენდია. სახელმწიფო ფულს ”ცისარტყელასთვის" გამოყოფს, თეატრები ამ სახელით გვიცნობენ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჯგუფში კონსულტაციები მიმდინარებს", - თქვა თეატრის დირექტორმა, სვეტლანა ლავრეცოვამ.
მომხდარს დუმის დეპუტატი, ალექსანდრ ხინშტეინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ფესტივალის ადმინისტრაციისთვის სახელის შეცვლა არავის უთხოვია, რადგან რუსული კანონები არც კრძალავს და არც აუქმებს "კლასიკურ" ცისარტყელას, თუ ის LGBT თემის სიმბოლოს არ გამოხატავს.
5 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა "LGBT პროპაგანდის" ამკრძალავ კანონმდებლობას.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024