09/06/2023
17:14
კულტურა
ლევან კოღუაშვილის ფილმის, "მეოთხე ბრაიტონის" წარმატება გრძელდება. ამჯერად ფილმმა კასაბლანკას საერთაშორისო ფესტივალზე ორი პრიზი მოიგო.
კინოსურათი ორ კატეგორიაში, საუკეთესო რეჟისორისა და საუკეთესო მამაკაცი მსახიობის კატეგორიებში გახდა გამარჯვებული. შესაბამისად, ჯილდოები ლევან კოღუაშვილმა და დიდმა ქართველმა ფალავანმა ლევან თედიაშვილმა მიიღეს. შეგახსენებთ, ფილმში მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და გიორგი ტაბიძე ასრულებენ.
როგორც ცნობილია, "მეოთხე ბრაიტონი" - ლევან კოღუაშვილის მესამე მხატვრული ფილმია. ფილმი საფრანგეთში გამოუშვა ერთ-ერთმა უმსხვილესმა ფრანგულმა კინოსადისტრიბუციო კომპანიამ ARP selection.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ფრანგულმა გამოცემამ "ლე მონდმა" (Le Monde) კულტურის სექციის პირველი გვერდი ფილმის რეცენზიასა და ლევან კოღუაშვილს დაუთმო.
"ჩვენ შეგვიყვარდა "მეოთხე ბრაიტონი", ქართული დრამა, რომელიც მოგვითხრობს შვილის გადასარჩენად ყველაფრისთვის მზადმყოფ მამაზე, რომელსაც განასახიერებს გასაოცარი ქარიზმის მქონე ყოფილი სპორტსმენი და ასევე ძირითადად, არაპროფესიონალი მსახიობები. ჯეიმზ გრეის და ძმებ კოენების სულიერი მემკვიდრე ლევან კოღუაშვილი გვთავაზობს ადამიანობის, სიმარტივის, თავმდაბლობისა და გულწრფელობის მარგალიტს. გულის ამაჩუყებელია", - წერდა გამოცემა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024