04/12/2021
14:54
პოლიტიკა
„რამდენიმე დღის წინ დავწერე, რომ თელავის მოსამართლე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური წევრი მამუკა წიკლაური საბოტაჟით არის დაკავებული. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ წიკლაური პირადად ადეიშვილისგან იღებს დავალებებს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად.
მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად.
ზურა ზვიადაური, რომელსაც დიდი ტრაგედია შეემთხვა და ადამიანი მოკლა, სრულიად სამართლიანად იჯდა ციხეში. მოულოდნელად, როდესაც სააკაშვილის პროცესი იყო ჩანიშნული, გვარამიას დის ქმარმა, მოსამართლე წიკლაურმა იმავე დღეს ჩანიშნა პროცესი და პროკურატურის უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, მან მკვლელობაშიო ბრალდებული ზვიადაური ციხიდან გამოუშვა.
დღეს, ბელადის სამივე არხი, „მთავარი“, „ტვ პირველი“ და ფორმულა ამზადებენ სიუჟეტს, როგორ გაათავისუფლა „ქართულმა ოცნებამ“ ზვიადაური ციხიდან.
ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ უნდა სცადო და არიო ქვეყანაში სიტუაცია. ადეიშვილმა მისცა დავალება მოსამართლეს, რომ ზვიადაური ციხიდან გამოეშვა, ხოლო გვარამიამ გასცა დავალება, რომ ბელადის ტელევიზიებს მათივე ნამოქმედარი ხელისუფლებისთვის „შეეტენათ“.
რაც შეეხება ლინკს, რომელსაც ვაზიარებ - თქვენ აქ ნახავთ, როგორ ათავისუფლებს მკვლელებს მოსამართლე წიკლაური და როგორ ცდილობს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვას მისი საეჭვო გადაწყვეტილებებით!
ამიტომ, კატეგორიულად მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს - სასწრაფოდ დაიწყეთ დისციპლინარული მოკვლევა ადეიშვილის ხელის ბიჭის მიმართ და გაარკვიეთ, რა მოტივაციით უშვებს ციხიდან მკვლელებს ეს არამზადა, სანამ საზოგადოებამ მიიღო ზომები ამ ზონდერის მიმართ!“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
0
0