25/06/2022
12:42
სამართალი
ბიზნესმენ ლევან კაჭარავას მკვლელობის შესახებ ახალი ვერსია ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენ ლევან კაჭარვას მკვლელობა, შესაძლოა, თბილისში რამდენიმე თვის წინ მოკლული ნიკო კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ AMBEBI.GE საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას საქმეზე მსჯავრდებულები მკვლელობის შემდეგ სომხეთში გადასვლისას, სავარაუდოდ, სწორედ ლევან კაჭარავამ („ტილიკა“)დააფინანსა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ლევან კაჭარა რამდენიმე დღეა, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა (მამის ორმოცზე) და ბოლო დროს დაცვის გარეშე არ გადაადგილდებოდა.
"როგორც ჩანს, გია კვარაცხელია მოქმედებაზე გადავიდა. ცნობილია, რომ “ტილიკა“ ძმებ კაკულიებთან ახლობლობდა. გია კვარაცხელიას სამიზნე ძმები არიან, მათ ციხეში ვერ მისწვდა, სამაგიეროდ, მისი შურისძიება კაკულიებთან დაახლოებული პირით დაიწყო. როგორც ამბობენ, სომხეთში გადასული მკვლელობის შემსრულებელი ბიჭები (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) კაჭარავამ დააფინანსა. კვარაცხელია, სავარაუდოდ, არც გაჩერდებოდა და შესაძლოა შურისძიების მსხვერპლთა რიცხვიც გაიზარდოს“, - აცხადებს სააგენტოსთან წყარო.
ბიზნესმენი ლევან კაჭარავა ბაგებში, წყნეთის გზაზე გუშინ საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, ის ავტომანქანით მძღოლთან ერთად სახლის მიმართულებით მიდიოდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.
0
0